среда, 22 октября 2008 г.

mnishvnelovanidge

GEARN პროექტის აღწერა

1. პროექტის სახელი: მნიშვნელოვანი დღე
2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები თავიანთი ცხოვრებიდან აღწერენ ერთ ან რამდენიმე მნიშვნელოვან დღეს
3. პროექტის სრული აღწერა: ყოველი დღე მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ არის დღეები რომლებიც განსაკუთრებულად აღიბეჭდება ადამიანის სულში. მათი გახსენება სიამოვნებას ანიჭებს, ალამაზებს ცხოვრებას. ეს ღირსახსოვარი დღეები სხვა, თითქოსდა ნაცრისფერ დღეთა სიმრავლეში, მზესავით ანათებს,გამორჩეულ საზრდოს აწვდის ადამიანის სულებს.
7-8-9-10 კლასებში ჩავატარებ წერას თემაზე: "მნიშვნელოვანი დღე" მოსწავლეები აღწერენ ერთ რომელიმე მნიშვნელოვან დღეს ჩანაწერებს თან დაურთავენ ფოტო მასალებს. მოეწყობა საუკეთესო ნამუშევრების პრეზენტაცია, გამოფენა, შევქმნით ბლოგს, გავმართავთ დისკუსიას.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 7-8-9-10
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები: შეიქმნება ბლოგი ალბომი და პრეზენტაცია. გაიმართება დისკუსია.
7. მოსალოდნელი სჰედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ალბომი, ბლოგი და პრეზენტაცია.
8. სარგებელი სხვებისათვის მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან ერთმანეთს, მოხდება ისეთი მნიშვნელოვანი ფასეულობების ჩამოყალიბება როგორიცაა: სხვათა გაგება, ერთად თანაარსებობა, დისკუსიის გამართვა და სხვ.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით გაიუმჯობესებენ უნარებს: წერას, მოსმენას, საუბარს, შეძლებენ ჩანაწერებში ასახულ მოვლენებს და პრობლემების სუბიექტურ გამოცდილებასთან უკეთ დაკავშირებას
11. მოსწავლეები სხვა სკოლებიდან: მე-60, 61-ე, 62-ე სკოლოდან
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ლიპარიშვილი მანანა
13. პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: mananaliparishvili@gmal.com
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:

воскресенье, 19 октября 2008 г.

суббота, 18 октября 2008 г.